ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომზე – ეს იყო კატასტროფული ავანტიურა, ეს იყო დაკვეთილი ღალატი – სააკაშვილის რეჟიმმა ომი გარე დაკვეთით, „დიფ-სთეითის“ დაკვეთით დაიწყო

ბუნებრივია, ტრაგიკული რამ მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი ცხინვალში – სააკაშვილის რეჟიმმა ომი გარე დაკვეთით დაიწყო, სააკაშვილის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ომის დაწყებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ომი მიხეილ სააკაშვილმა „დიფ-სთეითის“ დაკვეთით დაიწყო.
„ხვალ არის 8 აგვისტო, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას, ჩვენი გმირების ხსოვნას. ბუნებრივია, ტრაგიკული რამ მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი ცხინვალში. რით გაგრძელდა ეს ყველაფერი – 400-ზე მეტი დაღუპული, ოკუპირებული ტერიტორიები, ე.წ. აღიარება. შემდეგ სააკაშვილი გაყალბებული თ დარჩა ხელისუფლებაში და სააკაშვილის არადემოკრატიულმა, სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო აგვისტოს ომი. სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო – ცხინვალის დაბომბვით.
8 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში, სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ისინი იყვნენ გადასულები შეტევაზე, რომ კონსტიტუციური წყობილებისა და წესრიგის აღდგენას აპირებდნენ. ვიდრე მედვედევმა არ გააკეთა განცხადება ოპერაციის დაწყების თაობაზე, სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ საკუთარი შეტევითი მოქმედებებით ცხინვალის დაბრუნებას აპირებდა.
ისინი, რომლებიც აგვისტოს ომში მონაწილეობას იღებდნენ გმირები არიან, ყველამ ყველაფერი იცის, სააკაშვილის რეჟიმი არასდროს არ წარმოადგენდა საქართველოს. 2008 წელს, ის არ წარმოადგენდა საქართველოს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ სისხლიანი დიქტატურა დაამყარეს და გაყალბების გზით დარჩნენ ხელისუფლებაში, 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმი საქართველოს არ წარმოადგენდა.
ეს იყო კატასტროფული ავანტიურა, ეს იყო დაკვეთილი ღალატი. კითხეთ დონალდ ტრამპს ვინ არის „დიფ-სთეითი“. სააკაშვილის რეჟიმმა ომი გარე დაკვეთით „დიფ-სთეითის“ დაკვეთით დაიწყო.
სამხედრო ასრულებს დავალებას, ნებისმიერი სისტემის პირობებში, ხელმძღვანელობისგან დავალება მიიღო და შეასრულა ეს დავალება. თითოეული სამხედრო არის გმირი, განსხვავებით ლაჩარი ლიდერისგან, რომელიც ა. სააკაშვილის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ომის დაწყებასთან დაკავშირებით.
თარიღებთან დაკავშირებით, ესეც სამარცხვინოა. ამოიღეთ 2009 წლის, 2010 წლის, 2011 წლის, 2012 წლისა და 2013 წლის კადრები და როდის აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს სააკაშვილის პარტია 8 აგვისტოს? 5 და 6 წლის შემდეგ გაიგეს, რომ 8 არა და 7 აგვისტოს დაწყებულა ომი? ეს სამარცხვინოა, ეს ყველაფერი მათ სამარცხვინო სახეს აჩვენებს. 2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის შემდეგ გაიგეს რომ 7 აგვისტოს დაწყებულა, ყველაფერში უნდათ რომ გახლიჩონ საზოგადოება.
2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა ს ინტერესები გაატარა საქართველოში. ეს ომი რით დასრულდა? რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა, მერე მოხდა ე.წ. აღიარება“,- განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია