ზელენსკი ომის დასრულების საკითხზე ევროპელ პარტნიორებს ესაუბრა: ევროპის ხმამ უნდა იქონიოს ზეგავლენა პროცესებზე

“ყველა პარტნიორს ესმის – ვინ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ ომის დასასრულებლად. ეს ს ომია, ეს რუსეთის აგრესიაა და რუსეთი უნდა წავიდეს ცეცხლის შეწყვეტასა და რეალურ დიპლომატიაზე, რითაც შესაძლებელია მშვიდობის უზრუნველყოფა” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი , რომელიც 7 აგვისტოს არაერთ ევროპელ ლიდერს, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერს, ევროკომისიის პრეზიდენტსა და საერთაშორისო სავალტო ფონდის (სსფ) მმართველ დირექტორს ესაუბრა.
ს მკაფიოდ უჭერენ მხარს და მადლიერი ვარ ყველა პარტნიორის. ყველა ერთიანია აღქმაში, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ომი ევროპაში და ომი ევროპის წინააღმდეგ. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ ომის დასასრულებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნება მიღებული, რეალურად ეხება მთელ ევროპას, არავის სხვას. შესაბამისად, ევროპის ხმამ უნდა იქონიოს ზეგავლენა პროცესებზე”.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევასთან საუბრის შემდეგ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს “ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობის წელსვე მისაღევად” და “სსფ ხედავს, რომ უკრაინა ასრულებს ყველა ვალდებულებას და ახორციელებს რეფორმებს ომის მიუხედავად. განვიხილეთ ახალი ფინანსური დახმარების პროგრამა, რომელიც გააძლიერებს უკრაინას ახლა და ომის შემდგომ პერიოდში.
ხუთშაბათს ზელენსკიმ კიევში უმასპინძლა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ოანა ტოიუს:
“რუსეთის თავდასხმები მთელ რეგიონს უქმნის საფრთხეს და რუმინეთის პარლამენტის გადაწყვეტილება რუმინეთის საჰაერო სივრცეში შესული დრონების ჩამოგდებაზე სრულიად გამართლებულია. ვიმსჯელეთ იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად ჩვენი ქვეყნების საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავად.
ვისაუბრეთ აგრეთვე უსაფრთხოების მდგომარეობაზე, დიპლომატიაზე, რუმინეთში უკრაინელი სამხედროების წვრთნასა და ერთობლივ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებზე. არის კონკრეტული წინადადებები როგორ გავაძლიეროთ უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაუზიარა ინფორმაცია -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ:
“უკრაინას სურს ამ ომის რეალური და სამართლიანი დასასრული და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე მთელი თავისუფალი ევროპა ჩვენს გვერდით არის.
მადლობა გადავუხადე ურზულას მისი მკაფიო ხედვის გამო, რომ ერთიანი ევროპა უნდა იყოს უკრაინასთან დაკავშირებული ყველა პროცესის მონაწილე.
“ვაჯერებთ ჩვენს პოზიციებს და ერთნაირად ვხედავთ ევროპის ერთიანი ხედვის საჭიროებას ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე. ბევრია დამოკიდებული – ახლაც და გრძელვადიან პერსპექტივაშიც – ევროპისა და ამერიკის ყოველი ნაბიჯის დამაჯერებლობასა და ეფექტიანობაზე” – ეს არის ზელენსკის გამოხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბარზე – “ვთანხმდებით, რომ როგორც მრჩევლების, ისე ლიდერების დონეზე მუშაობამ შედეგები უნდა მოიტანოს. კვლავაც ვიაზრებთ რეალური ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებას. უკრაინა მზად არის ამისთვის და ჯერჯერობით არ ყოფილა არანაირი მკაფიო საჯარო პასუხი რუსეთისგან. ახლო მომავალმა უნდა გამოაჩინოს რა შედეგები მოჰყვება, თუკი რუსეთი განაგრძობს ომის გაჭიანურებასა და კონსტრუქციული ძალისხმევისთვის ხელის შეშლას”.
გერმანიის კანცლერთან საუბრის შემდეგ კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა ომის დასასრულებლად ლიდერების დონეზე შეხვედრების მომზადებაზე და რომ ლაპარაკია ორ ორმხრივ და ერთ სამმხრივ შეხვედრაზე:
“გუშინ, მშვიდობის მისაღწევად ლიდერების დონეზე შეხვედრების სხვადასხვა პოტენციური ფორმატი განვიხილეთ – ორი ორმხრივი და ერთი სამმხრივი ფორმატისა. უკრაინას არ ეშინია შეხვედრების და მოელის ასეთსავე გაბედულ მიდგომას რუსეთის მხრიდანაც. დროა დავასრულოთ ომი. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება”.
ვაშინგტონი და მოსკოვი ადასტურებენ სა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრისთვის მზადების მიმდინარეობას და რომ ორმხრივი სამიტი სავარაუდოდ მომავალ კვირაში გაიმართება.
6 აგვისტოს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარგზავნილი სტივენ უიტკოფი.
სამმხრივი ფორმატის პერსპექტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია