ქართულმა სტარტაპმა Edumentors-მა, მსოფლიოში პირველი ადამიანის მსგავსი AI მასწავლებლის შესაქმნელად $2 მლნ-ის ინვესტიცია მოიზიდა

ქართულმა სტარტაპმა Edumentors-მა, მსოფლიოში პირველი ადამიანის მსგავსი ს მასწავლებლის შესაქმნელად $2 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა.
ბრიტანულ – ქართულმა ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმამ, რომელიც უკვე წარმატებით უკავშირებს სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოში წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს, ახალი მიზანი დაისახა — ხარისხიანი განათლება მასშტაბურად ხელმისაწვდომი გახადოს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.
Edumentors-ის მოდელი ეყრდნობა იდეას, რომ წარმატებული სტუდენტები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ თავად ჩააბარეს რთული გამოცდები უმაღლესი ქულებით, მოსწავლეებისთვის საუკეთესო მენტორები არიან. სტუდენტებისა და მოსწავლეების ურთიერთობა გაცილებით ბუნებრივად და მარტივად ყალიბდება, რაც სწავლების პროცესს სახალისოსა და ეფექტურს ხდის. ამ მიდგომით პლატფორმამ უკვე 35 ქვეყანაში ათასობით ბავშვს გაუღრმავა ცოდნა და დაამტკიცა, რომ სწავლის ეს ფორმა მუშაობს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს მაღალი ხარისხის განათლებას, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს ან როგორია მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. ჩვენი ახალი მასწავლებელი საშუალებას მისცემს მილიონობით მოსწავლეს მიიღოს ბრიტანული სტანდარტის განათლება,“ — აცხადებს Edumentors-ის დამფუძნებელი და დირექტორი თორნიკე ასათიანი.
მისი თქმით, Edu AI მოერგება თითოეული მოსწავლის საჭიროებებს, აუხსნის მასალას მისთვის გასაგებ ენაზე, გაითვალისწინებს არავერბალურ მინიშნებებს, როგორიცაა სხეულის ენა და სახის გამომეტყველება, და მაქსიმალურად რეალისტურ სასწავლო გამოცდილებას შექმნის. განსხვავებით არსებული AI გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც ვიდეო გაკვეთილებსა და ავატარებზეა აგებული, Edumentors-ის მიზანია ისეთი ციფრული მასწავლებლის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად ჰგავს ცოცხალ ურთიერთობას და მოსწავლეს არ უჩნდება შეგრძნება, რომ მას პროგრამა ასწავლის.
ინვესტიცია მოხმარდება Edu AI-ის განვითარებას, პლატფორმის გაუმჯობესებასა და ახალი ბაზრების ათვისებას. Edumentors-ის პლატფორმაზე უკვე გაყიდულია 100,000-ზე მეტი გაკვეთილი, რაც კომპანიისთვის აუცილებელ მონაცემურ ბაზას ქმნის AI მოდელის დასატრენინგებლად.
კომპანიამ უკვე დანერგა სამი AI ინსტრუმენტი: გამოცდების შემფასებელი აპლიკაცია, მშობელ-ინფლუესერის ავატარი და ონლაინ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების AI აგენტი. შემდეგი ეტაპია Edu AI-ის და AI Co-pilot-ის გაშვება, რაც ონლაინ განათლებას ახალ საფეხურზე გადაიყვანს.
Edumentors-ის წამყვანი ინვესტორის, რიჩარდ ჰარგრივსის თქმით, კომპანია უნიკალურ ნიშას იკავებს ბაზარზე, აერთიანებს წარმატებულ სტუდენტებსა და მოსწავლეებს და უკვე $3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გაკვეთილები გაყიდა 35 ქვეყანაში. ინოვაციური მიდგომების და AI ტექნოლოგიების განვითარებით, Edumentors-ს აქვს პოტენციალი გახდეს შემდეგი Unicorn განათლების სფეროში.
“დაფუძნების დღიდან Edumentors – მა დაიკავა უნიკალური ნიშა. პლატფორმა აკავშირებს ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო სტუდენტებს იმ მოსწავლეებთან, რომელთაც ესაჭიროებათ დახმარება სასკოლო საგნებში. სანამ სხვა კომპანიები ამ წარმატებულ სტუდენტებს არც კი განიხილავენ, Edumentors-მა მათ გარშემო ბრენდი შექმნა და უკვე $3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გაკვეთილები გაყიდა 35 ქვეყანაში. Edumentors-ის ზრდის ტემპის და AI-ს დახმარებით ინოვაციური პროდუქტების შედეგად, კომპანას პოტენციალი აქვს გახდეს მომდევნო საგანმანათლებლო Unicorn-ი” – ამბობს სტარტაპის წამყვანი ინვესტორი, რიჩარდ ჰარგრივსი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ონლაინ რეპეტიტორობის ბაზარი უკვე $27 მილიარდს უახლოვდება და ყოველწლიურად საშუალოდ 14.5%-ით იზრდება. მოლოდინია, რომ AI მასწავლებლების დამკვიდრება ამ ზრდას კიდევ უფრო დააჩქარებს. Edumentors მომდევნო Series A საინვესტიციო რაუნდის შემდეგ გეგმავს -ის ბაზარზე შესვლას და Edu AI-ის მეშვეობით იმედოვნებს, რომ შეცვლის ტრადიციული განათლების პარადიგმას, შექმნის სრულიად ახალ სტანდარტს და დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომელიც აქამდე არ არსებობდა.