საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ვაშინგტონში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის დღის წესრიგის დეტალები გაავრცელა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრისას დაგეგმილია მშვიდობის ჩარჩო-ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლის მიხედვითაც აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის. წყაროს თანახმად, აღნიშნული მარშრუტი იმოქმედებს სომხეთის კანონმდებლობის ფარგლებში.
გამოცემის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა სააგენტოს აცნობეს, რომ შეთანხმების თანახმად, სომხეთი აპირებს აშშ-ს გადასცეს ექსკლუზიური, გრძელვადიანი განვითარების უფლება სატრანზიტო დერეფანზე, რომელიც ეწოდება: „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (Trump Route for International Peace and Prosperity), შემოკლებით — TRIPP.
ამ მარშრუტის ფუნქციონირება მოხდება სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო აშშ ამ მიწის სუბქირავნებას გადასცემს რომელიმე კონსორციუმს ინფრასტრუქტურის განვითარების და მართვის მიზნით.
ოფიციალური პირების თქმით, ეს ნაბიჯი, როგორც ვაჭრობის ინსტრუმენტი, ხელს შეუწყობს რეგიონის გახსნას და მომავალი სამხედრო კონფლიქტების თავიდან აცილებას.