აზერბაიჯანის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევით იმყოფება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს ენდრიუსის სამხედრო საჰაერო ბაზაზე ოფიციალური პირები დახვდნენ.
8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლებს.