„ჯორჯიან მანგანეზი“, „ჰაიდელბერგცემენტი“, „საქართველოს რკინიგზა“ – რომელი კომპანიები მოიხმარენ ყველაზე მეტ ელექტროენერგიას

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში მოქმედმა მსხვილმა ენერგომომხმარებელმა კომპანიებმა 2.55 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 918 მილიონი კილოვატით ნაკლებია.
გასული წლის 11 თვეშიც ყველაზე მეტი ელექტროენერგია „ჯორჯიან მანგანეზის ჯგუფმა“ მოიხმარა, რაც ჯამურად 808 მილიონ კილოვატს შეადგენდა და წინა წელთან შედარებით 23%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
საქართველოს ყველაზე მსხვილი ენერგომომხმარებელი კომპანიები 2023 წლის 11 თვის განმავლობაში შემდეგია:
ჯორჯიან მანგანეზი და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა – 808 მლნ კვტ. სთ
სს რუსთავის აზოტი – 237.7 მლნ კვტ. სთ.
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია – 193 მლნ კვტ. სთ.
სს საქართველოს რკინიგზა – 161.6 მლნ კვტ. სთ.
შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი – 154.7 მლნ კვტ. სთ.
შპს რუსთავის ფოლადი – 153.8 მლნ კვტ. სთ.
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია – 120.8 მლნ კვტ. სთ.
შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია – 107.8 მლნ კვტ. სთ.
შპს ჯეოსთილი – 105.6 მლნ კვტ. სთ.
სს RMG Copper – 87.4 მლნ კვტ. სთ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ ექსპორტზე 1,47 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა, საიდანაც 103,3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს ექსპორტზე 971 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიაა გატანილი, რომლის ღირებულებაც 84,3 მლნ დოლარი იყო. აქედან გამომდინარე, იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საქართველომ ელექტროენერგიის რეალიზებით მიღებული შემოსავალი 22.6%-ით გაიზარდა.
2023 წლის განმავლობაში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი სულ 4 ქვეყანაში მოახდინა, რეალიზების მთავარი ბაზარი კი ტრადიციულად თურქეთია, სადაც 91% გავიდა. რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი მინიმუმამდე შეამცირა. წელს ქვეყანაში 922 000 დოლარის ელექტროენერგია შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი 41.5 მლნ დოლარი დაუჯდა. 2023 წლის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის მთავარი იმპორტიორი კვლავ (768 000 დოლარი, 678 მლნ კვტ.სთ) იყო.

ასევე დაგაინტერესებთ