გახარია: ხელისუფლებაში დარჩენისთვის, “ოცნებამ” საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში

“საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის 17 წლითავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, საგან მომავალი საფრთხე “საოკუპაციო ხაზზე არ სრულდება” და ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთთან ალიანსი შეკრა და ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა.
პოლიტიკოსი მადლობას უხდის იმ უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს.
“17 წლის წინ, პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო ჩარევა განახორციელა – დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა, იძულებით გადაასახლა ათასობით ადამიანი და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართლისა და საკუთარი ვალდებულებების სასტიკი დარღვევით.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ საფრთხე საოკუპაციო ხაზთან არ სრულდება. ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, “ქართული ოცნებამ” ოკუპანტ სახელმწიფოსთან ალიანსი და საკუთარ ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში, რითაც რუსეთის აგრესია და ოკუპაცია გაამართლა და დაასუსტა არაღიარების პოლიტიკა.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლების, მშვიდობიანი რეინტეგრაციისა და ევროპული მომავლისთვის.
მადლობას ვუხდით ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – წერს გახარია.