Reuters – უფლებადამცველი ჯგუფების კრიტიკის მიუხედავად, ყირგიზეთის პრეზიდენტმა მედიის შესახებ კანონი დაამტკიცა

უფლებადამცველი ჯგუფების კრიტიკის მიუხედავად, ყირგიზეთის პრეზიდენტმა მედიის შესახებ კანონი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ჟურნალისტებისა და უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, ყირგიზეთის პრეზიდენტის სადირ ჯაფაროვის მიერ ხელმოწერილი კანონი ქვეყანაში მოქმედ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე მთავრობის კონტროლის გაფართოებას ითვალისწინებს.
კანონის თანახმად, ყირგიზეთში მოქმედი ყველა მედიასაშუალება, მათ შორის ყველა ონლაინ პლატფორმა, შესაბამის სახელმწიფო უწყებაში უნდა დარეგისტრირდეს და მათი უცხოური საკუთრების წილი 35%-მდე უნდა შეიზღუდოს.
მანამდე ჯაფაროვმა „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის ჯარიმები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მედიასაშუალებებს შეიძლება 65 000 სომის (დაახლოებით 740 დოლარის) ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისროთ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“