მიხეილ სააკაშვილი – რუსეთი გადასულია ჰიბრიდული ოპერაციის ახალ ეტაპზე, ის ივანიშვილის და კრიმინალური სინდიკატის ხელით ცდილობს დაგვავიწყოს საკუთარი საამაყო ისტორია – არ გამოუვათ!

ის, რაც მტერმა ვერ განახორციელა 2008-ში, მას გამოუვიდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში მასიური ჩარევით და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანით, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ახლა რუსეთი ივანიშვილის ხელით ცდილობს საბოლოოდ ადვილად დასამორჩილებლები გავხდეთ, რაც მისი თქმით, არ გამოუვათ.
„ახლა რუსეთი გადასულია მისი ჰიბრიდული ოპერაციის ახალ ეტაპზე. ის ივანიშვილის და კრიმინალური სინდიკატის ხელით ცდილობს დაგვავიწყოს საკუთარი საამაყო ისტორია, დაგვიქვეითოს ეროვნული თვითშეფასება, რათა საბოლოოდ ადვილად დასამორჩილებლები გავხდეთ. არ გამოუვათ!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში