უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, – ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს, პირველ რიგში კი უკრაინაში მიმდინარე ომი.
„თურქეთი ინტენსიურ ძალისხმევას იჩენს, რათა სისხლისღვრა როგორც უკრაინაში, ისე პალესტინის ტერიტორიებზე შეაჩეროს და მუდმივი მშვიდობა უზრუნველყოს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირება და ამ მიზნით დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს.