სალომე სამადაშვილმა აჭარაში ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან ერთად აგვისტოს ომის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა აჭარაში ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან ერთად აგვისტოს ომის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო – ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, 17 წლის შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაციასა და დამოუკიდებლობას ებრძვის „ქართული ოცნება“ და მათი, როგორც პროევროპული პარტიის ბრძოლა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის, იქნება უკომპრომისო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია