პაატა ბურჭულაძე „დიფ სთეითის“ შესახებ კითხვაზე – მგონი, მინისტრმა თქვა, 100 ადგილს ამატებენ ფსიქიატრიულში – როცა 4 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას შევცვლით, ის 100 ადგილი მათ გამოადგებათ

მგონი, მინისტრმა თქვა, 100 ადგილს ვამატებთ ფსიქიატრიულშიო – როცა 4 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას შევცვლით, ის 100 ადგილი გამოადგებათ მათ,- ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „დიფ სთეითის“ შესახებ.
პაატა ბურჭულაძე დღეს მოძრაობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
უშუალოდ აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „საქართველო გმირების ქვეყანაა“.
„ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე. ჩვენ ბოდიში მოსახდელი არავისთან გვაქვს!“ – აღნიშნა ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ