საქართველოში გერმანიის საელჩო – გერმანია მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები

გერმანია მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც ემსხვერპლა ძალადობასა და ომს, ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც ომის გამო დევნილად იქცა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. გერმანია მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: რა ძალას უპირისპირდება აშშ და ისრაელი: მოსახლეობას, რომელიც ისლამისტურ-ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ სკანდირებს, ქუჩიდან ბასიჯის შეიარაღებული ტერორისტები პირდაპირ ტყვიებს უშენენ (ვიდეო)

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, სამართალდმაცავების განსაკუთრებული მობილიზებაა – სხდომაზე ჯანგველაძის მეგობარი, კოკა მორგოშია დაიკითხება