ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში ხანძარი იყო

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, საახალწლო სოფელში ხანძარი იყო – ადგილზე ცეცხლი ხის ერთ-ერთ ჯიხურს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მთავარი არხის” ვებგვერდს უთხრეს, რომ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.