2025 წლის 1 მაისიდან 3 აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 23.4 მლნ აშშ დოლარის ატამი და ვაშლატამა

2025 წლის 1 მაისიდან 3 აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 19.2 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, რომლის ღირებულებამ 23.4 მლნ დოლარი შეადგინა – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 15%-ით (2.5 ათასი ტონით), საექსპორტო ღირებულება კი 22%-ით (4.2 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა.
აღნიშნულ პერიოდში ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი კილოგრამზე 1.22 აშშ დოლარი იყო, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: – 16.0 ათასი ტონა; – 2.1 ათასი ტონა; სომხეთი – 574 ტონა; ბელარუსი – 313 ტონა; ლატვია – 118 ტონა; ყაზახეთი – 18 ტონა; პოლონეთი – 18 ტონა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.