L’Équipe: ფინანსურ კრიზისში მყოფ “ბორდოს” შეიძლება დავითაშვილის გასხვისება მოუწიოს

“ეკიპის” ცნობით, „ბორდოს“ დავალიანება აქვს, DNCG-ის (ორგანიზაცია, რომელიც საფეხბურთო კლუბების მონიტორინგსა და ზედამხედველობას ახორციელებს) წინაშე ანგარიშს ოთხშაბათს წარადგენს და თუ საკითხის ერთი თვით გადავადების თხოვნა დაუკმაყოფილეს, მორიგი მოსმენა თებერვალში გაიმართება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბს სანქციები ემუქრება.
გამოცემა იტყობინება, რომ ჟირონდული კლუბი რამდენიმე ინვესტორთან აწარმოებს მოლაპარაკებას და არაა გამორიცხული 4-5 ფეხბურთელის გაყიდვა მოუწიოს – სტიან გრეგერსენის (1.8 მილიონ ევროდ MLS-ის ატლანტა აპირებს შეძენას), ალბერტ ელისის, ზურიკო დავითაშვილის, მალკომ ბოკელეს და შეიძლება დანილო იგნატენკოსიც. მათ სანაცვლოდ ვინმეს დასამატებლად კი ცენტსაც ვერ დახარჯავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში