ღაზაში მიმდინარე ომი McDonald’s-ის ბოიკოტირებისა და დანაკარგების მიზეზი გახდა

McDonald’s-ის განცხადებით, კომპანიის ბიზნესმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა მაშ შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში და სხვა ქვეყნებში მომხმარებლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს McDonald’s-ის რესტორნებს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ის მხარს უჭერდა ისრაელს.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსკიმ LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღიარა, რომ მაკდონალდსი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის და კომპანიის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება „დეზინფორმაციას“ დაუკავშირა.
„ომისა და თანმდევი დეზინფორმაციის შედეგად, რომელიც გავლენას ახდენს ბრენდებზე, როგორიცაა მაკდონალდსი, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ბაზარი და მის ფარგლებს გარეთ განიცდის მნიშვნელოვან ზარალს, ამისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს და ეს ძალიან სამწუხაროა,”
კემპჩინსკის ეს განცხადება ბოლო დღეებში McDonald’s-ის რესტორნებზე მზარდი ბოიკოტის ფონზე გაკეთდა.
პროპალესტინური მოძრაობა Boycott, Divestment and Sanctions-ი რომელიც მანამდე საჯაროდ არ გამოსულა McDonald’s-ის წინააღმდეგ, ამ კვირაში ოფიციალურად გამოვიდა ბრენდის ბოიკოტირების მოწოდებით.