მედია: 12 წლიანი პატიმრობის შემდეგ, რომან შამათავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

ფორმულას ინფორმაციით, კუდ-ის ს სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, რომან შამათავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

მან ციხე 12 წლიანი პატიმრობის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

თავდაპირველად, შამათავას თავისუფლების აღკვეთა 16 წლამდე ვადით მიესაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, კანონის მიხედვით სასჯელი 12-წლამდე შემცირდა.

გამოძიების ვერსიით, 2008 წლის 16 აგვისტოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა დავით ცინდელიანს, შემდეგ ბათუმში, ზღვაში ნავით გაიყვანა, თავში გასროლით მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს მძიმე საგანი გამოაბა და ზღვაში ჩააგდო.

ბრალდების თანახმად, ანალოგიური ქმედებით შამათავამ 2008 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა მოკლა და მისი ცხედარიც ზღვაში ჩააგდო.

პროკურატურის ინფორმაციით, კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი ცინდელიანს და ქარდავას “აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები მზია ამაღლობელზე – სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია – მოვუწოდებთ ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ