ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა… ჩაკეტილია გზის სავალი ნაწილი | განცხადება

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა… ჩაკეტილია გზის სავალი ნაწილი, – წერს საავტომობილო გზების დეპარტამენტი:
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ქვისცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით განახლდება”, – ნათქვამია განცხადებაში.