მოსკოვში დასრულდა სტივ უიტკოფისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

მოსკოვის კრემლში 6 აგვისტოს გაიმართა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა.
ის ორსაათ-ნახევარზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტ ს მოსკოვისადმი წაყენებულ ულტიმატუმს მიეძღვნა.

ტრამპი მოითხოვს, რომ რუსეთმა სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 8 აგვისტომდე დადოს. ამ კვირაში იწურება ვადა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს მისცა უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების გადაწყვეტილების მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახალი სანქციების ამოქმედებას აპირებს.

შეხვედრამდე, Financial Times-ის წყარომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „გაბრაზდებოდა“, თუ უიტკოფის ვიზიტი შედეგს არ გამოიღებდა.

პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა მოსკოვში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მეხუთე იყო. სააგენტოს გაზეთის გათვლით, ის შესაძლოა ყველაზე ხანმოკლე ყოფილიყო.

მხარეებმა შეხვედრის დასრულებისთანავე შეხვედრის შესახებ დეტალები არ გაამჟღავნეს და შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა.

(ახალი ამბავი განახლდება)
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხმა ამ სიტუაციის ირონია ვერც შეიგძნო, მაგრამ წარმომიდგენია რამდენი პატიოსანი ადამიანის თავში გაიელვა მაშინ ცნობილმა ფრაზამ – “გაიტანეთ”! (ვიდეო)