ლევან ალაფიშვილი – მზია ამაღლობელის ქმედება არ არის სისხლის სამართლის კანონით დასჯადი, სასამართლოს განაჩენი სწორედ მთავრობის მსახურებად შეიძლება განვიხილოთ

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ იურისტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
– ბატონო ლევან, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტს მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
იურისტების მტკიცებით მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო არა მზია ამაღლობელისათვის სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლის, არამედ 353-ე მუხლის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა „სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელეისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ გამო, ანუ მუხლი გადაკვალიფიცირდა.
მათივე მტკიცებით, პროკურატურამ, ანუ ბრალდებამ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმისა, რომ ბრალდებულმა თუნდაც 353-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები ჩაიდინა.
გარდა ამისა, სასამართლოს არაფერი უთქვამს ხელისუფლებისა და სახელისუფლებო პროპაგანდის მთავარ ბრალდებაზე, თითქოს მზია ამაღლობელმა ს პოლიციის უფროს დგებუაძის წინააღმდეგ ქმედება დიფ სთეითის დავალებით ჩაიდინა.
მზია ამაღლობელის საქმეზე მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებაზე ბევრი შეფასება მოვისმინეთ. თქვენ როგორც იურისტი როგორ შეაფასებდით მზა ამაღლობელის საქმეზე ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას?
-დემოკრატიულ სახელმწიფოში სასამართლო არის ხელისუფლების ძალადობისგან მოქალაქეთა დაცვის ინსტრუმენტი. სასამართლოს დამოუკიდებლობა ამიტომ არის მნიშვნელოვანი. სხვა შემთხვევაში ვიღებთ მოცემულობას, როცა მთავრობა, რომელსაც ისედაც აქვს ლეგიტიმურ ძალაზე ექსკლუზიური უფლება, ხდება უკონტროლო და მოიპოვებს არალეგიტიმური ძალადობის საშუალებასაც.
თუ მთავრობას სასამართლო ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში არ აქცევს, არ აბრუნებს, მაშინ იქცევა მთავრობის და მისი არალეგიტიმური გადაწყვეტილებების გაფორმების მსახურად. ეს კი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მმართველობის დასასრულად შეიძლება ჩაითვალოს.
საქართველოს დემოკრატია ამ თვალსაზრისით კრიტიკას ვერ უძლებს, დამოუკიდებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური სასამართლო სულ უფრო ფიქციად იქცევა. ერთ მხარეს არის საზოგადოება, ხოლო მეორე მხარეს მთავრობა და სასამართლო – ნეიტრალური და მთავრობის ძალადობის შემაკავებელი ინსტიტუტი არ არსებობს.
საქართველოს დემოკრატია ამ თვალსაზრისით კრიტიკას ვერ უძლებს, დამოუკიდებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური სასამართლო სულ უფრო ფიქციად იქცევა. ერთ მხარეს არის საზოგადოება, ხოლო მეორე მხარეს მთავრობა და სასამართლო – ნეიტრალური და მთავრობის ძალადობის შემაკავებელი ინსტიტუტი არ არსებობს
სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მზია ამაღლობელის საქმე, მისი დაკავებიდან განაჩენამდე. ეს საქმე დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში არათუ 7 თვე გაგრძელდებოდა, დიდი ხნის დავიწყებულიც იქნებოდა და საწყის ეტაპზევე იტყოდა სასამართლო თავის ობიექტურ სიტყვას – მზია ამაღლობელის ქმედება არ არის სისხლის სამართლის კანონით დასჯადი ქმედება.
სასამართლოს განაჩენი სწორედ მთავრობის მსახურებად შეიძლება განვიხილოთ – მოსამართლემ ქმედების გადაკვალიფიცირებით მოძალადე მთავრობას შეუნარჩუნა სახე. თავისთავად ეს გადაკვალიფიცირებაც სამართლებრივ ნონსენსად მიმაჩნია, რადგან 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ არის სახეზე და ამავდროულად გაუგებარია ეს ქმედება როგორ დაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ვხვდებით არსებითად ამ ქმედებას, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის მუხლში.
მოსამართლემ ქმედების გადაკვალიფიცირებით მოძალადე მთავრობას შეუნარჩუნა სახე. თავისთავად ეს გადაკვალიფიცირებაც სამართლებრივ ნონსენსად მიმაჩნია, რადგან 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ არის სახეზე და ამავდროულად გაუგებარია ეს ქმედება როგორ დაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, მაშინ როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ვხვდებით არსებითად ამ ქმედებას, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის მუხლში
ნიშანდობლოვია, რომ სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის ნაწილშიც ვერ უზრუნველყო სამართლიანი განაჩენი, მან საპატიმრო სასჯელი შეარჩია, როცა 353-ე მუხლის პირველ ნაწილში არსებობს ორი სხვა არასაპატიმრო ღონისძიებაც. ეს საქმე მზია ამაღლობელის დაკავებიდან იქცა მთავრობის მარცხის ქრონიკად და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება, მითუმეტეს რომ იგი გახდება სტრასბურგის სასაამართლოს მსჯელობის საგანიც.
– ბევრი თვალსაზრისით საინტერესო გახლდათ მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის კომენტარები.
მისი თქმით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი იმითაცაა საინტერესო, რომ აქციებისას ერთ-ერთი დაკავებული, რომელმაც პოლიციელს პანღური ამოარტყა, მისი საქმე ადმინისტრაციულ დანაშაულად შეფასდა და ამავე მუხლებით გასამართლდა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ „მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი დასჯის დემოსტრაციული აქტი იყო“.
იურისტებისგან მოვისმინეთ, რომ ისინი მზია ამაღლობელის საქმეზე ბრძოლას გააგრძელებენ. რამდენად იყო მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი განაჩენი „დასჯის დემონსტრაციული აქტი“? და კიდევ – როგორ შეიძლება გააგრძელონ ამ საქმეზე ბრძოლა იურისტებმა?
– როგორც აღვნიშნე, მზია ამაღლობელის ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ვერ წარმოაჩენს ბრალდება, ეს კი ნიშნავს, რომ თავად განაჩენის კანონიერება არის საეჭვო.
რაც შეეხება სასჯელს. თუნდაც დავუშვათ, რომ მზია ამაღლობელის ქმედება შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ წინააღმდეგობად, მოსამართლეს აკისრია სამართლიანი სასჯელის დანიშვნის ვალდებულება. მან უნდა შეაფასოს ბრალდებულის პიროვნება, სხვადასხვა შემამსუბუექბელი თუ დამამძიებელი გარემოებები და ასე შეარჩიოს სასჯელის სახე.
მზია ამაღლობელის ქმედება შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ წინააღმდეგობად, მოსამართლეს აკისრია სამართლიანი სასჯელის დანიშვნის ვალდებულება. მან უნდა შეაფასოს ბრალდებულის პიროვნება, სხვადასხვა შემამსუბუექბელი თუ დამამძიებელი გარემოებები და ასე შეარჩიოს სასჯელის სახე
პატიმრობა არის სასჯელის მძიმე სახე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით განსაზღვრული ქმედებისთვის. გასამართლებული მუხლით განსაზღვრულია არასაპატიმრო სასჯელებიც, ჯარიმა და შინაპატიმრობა. ამ პირობებში თუნდაც მხოლოდ პატიმრობის შერჩევა სასჯელს და განაჩენს აქცევს არასამართლიანად. არასამართლიანი სასჯელი პოლიტიკურად არანეიტრალური სასამართლოს პირობებში სწორედ ძალის, ძალადობის დემონსტრირების აქტად შეიძლება შეფასდეს.
გასამართლებული მუხლით განსაზღვრულია არასაპატიმრო სასჯელებიც, ჯარიმა და შინაპატიმრობა. ამ პირობებში თუნდაც მხოლოდ პატიმრობის შერჩევა სასჯელს და განაჩენს აქცევს არასამართლიანად. არასამართლიანი სასჯელი პოლიტიკურად არანეიტრალური სასამართლოს პირობებში სწორედ ძალის, ძალადობის დემონსტრირების აქტად შეიძლება შეფასდეს
სახელმწიფოს, მთავრობას რომელსაც ყველგან აქვს ლეგიტიმურ ძალაზე ექსკლუზიური უფლება, არ უნდა საჭიროებდეს ძალის ასეთ დემონსტრირებას – ეს არ არის დემოკრატიის სტანდარტი. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, ქვეყნის შიდა პროცედურების ამოწურვის შემდეგ საქმემ უნდა გადაინაცვლოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
– ახლა ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ არაა გამორიცხული პრეზიდენტი ისევე მოიქცეს, როგორც ს განაჩენზე პრეზიდენტი მოიქცა, ანუ შეიწყალოს მზია ამაღლობელი.
სამართლებრივად, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტი ყაველაშვილიც ასევე მოიქცეს?
– შეწყალება ყველა სახელმწიფო მეთაურის უპირობო და შეუზღუდავი უფლებაა, როდის და ვის მიმართ გამოიყენებს მისი გადასაწყვეტია. იმის შიშით რომ მზია ამაღლობელის საქმის გაგრძელებამ კიდევ უფრო არ დაამძიმოს მმართველი პარტიის მდგომარეობა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, შესაძლებელია შეწყალება საუკეთესო გამოსავალი იყოს.
იმის შიშით რომ მზია ამაღლობელის საქმის გაგრძელებამ კიდევ უფრო არ დაამძიმოს მმართველი პარტიის მდგომარეობა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, შესაძლებელია შეწყალება საუკეთესო გამოსავალი იყოს
ოღონდ, არ მგონია რომ შეწყალების გამოყენება გააჩერებს მზია ამაღლობელს და მის გულშემატკივრებს და უარს იტყვიან შემდგომ სამართლებრივ ბრძოლაზე.
– მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებული ნინო დათაშვილი 20 დღით ფსიქიატრულ სავადმყოფოში კვლევების ჩასატარებლად გაამწესეს, ამ თემაზე უამრავი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა.
ბევრმა სსრკ-ს დროინდელი პერიოდი გაიხსენა, როცა საბჭოთა ხელისუფლება ფსიქიატრიას იმათ წინააღმდეგ უხეშად იყენებდა, ვინც ხელისუფლებისთვის მიუღებელ პოზიციებზე იყო. მართლმსაჯულების საბჭოთა პრაქტიკაში ფსიქიატრიის გამოცდილება რომ ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია, თითქოს ყველა თანმხდება, მაგრამ მაინც გაუგებარია რომ დღეს შესაძლებელია მკურნალობისთვის ბრალდებულის ნების გარეშე გამწესების პრაქტიკა.
ამგვარი, არასასიამოვნო ემოციების აღმძვრელი პრაქტიკა სამართლებივად ჩვენთან კიდევ შესაძლებელი თუ რასთან გვაქვს საქმე?
– ამ საკითხზე მსჯელობაც კი უხერხულად მიმაჩნია. ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა ინტენსივობისა და სახის ფსიქოლოგიური არასტაბილურობა. ეს არ არის მათ ფსიქიატრიულ ავადობაზე მსჯელობის საფუძველი.
გავითვალისწინოთ რომ ბრალდებას 2 თვის მერე გაახსენდა, რომ მისთვის წარდგენილ ცნობაში მითითებული იყო თანმდევი სიპტომი. სად იყო მანამდე? რატომ გაახსენდა ეხლა? ეხლა გადის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა და ამ ვადის გაგრძელების და ნინო დათაშვილის პატიმრობაში დატოვების საჭიროება იდო სასწორის პინაზე.
ნინო დათაშვილის საკითხი სტრასბურგის სასამართლოს განსჯის საგნად რომ იქცეს, დარწმუნებული ვარ არ დაახანებს სახელმწიფოს და ბრალდების მარცხი
სავარაუდოა, რომ აქ თავად ბრალდების მხარეს არ ჰქონდა იმედი რომ სასამართლო პატიმრობას გააგრძელებდა და მოიფიქრა ეს, საბჭოური მეთოდი, პირის იზოლაციისა და სტიგმატიზაციისთვის. ნინო დათაშვილის საკითხი სტრასბურგის სასამართლოს განსჯის საგნად რომ იქცეს, დარწმუნებული ვარ არ დაახანებს სახელმწიფოს და ბრალდების მარცხი.
სამწუხაროა, რომ სასამართლომ, ბრალდებულისა და დაცვის გარეშე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. თუ სასამართლო სისტემაში ვინმე სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ამ განჩინებას გააუქმებენ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ საქართველოს მართავს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი – ომი რუსეთმა დაიწყო და ყველა, ვინც საპირისპიროს ამბობს, სამხილს აძლევს რუსეთის ფედერაციას

გიორგი შარაშიძე – თუ „ლელომ“ გადაწყვიტა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად „გატესტოს“ მერაბ სეფაშვილი, „გატესტოს“, ეს მისი ნებაა, პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ საბოლოოდ, კანდიდატზე ერთობლივად უნდა შევთანხმდეთ