გიორგი ახობაძე – პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ – სახლში რომ მივალ, ალბათ, შოკში ჩავვარდები – ბრძოლა ბოლომდე!

ყველა მედიასაშუალებას დიდი მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის – პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ,- ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ახობაძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდგომ განაცხადა.
„ყველა მედიასაშუალებას დიდი მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის. ალბათ, სახლში რომ მივალ, შოკში ჩავვარდები, ისეთი მხარდაჭერა მქონდა თქვენგან. პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ.
არ მჯერა, აქ რომ ვარ ახლა, მადლობა გვერდში დგომისთვის.
ძალიან მიყვარხართ ყველა – ბრძოლა ბოლომდე“, – მიმართა სასამართლოს ეზოში საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს გიორგი ახობაძემ.
“ბოლომდე“ – სკანდირებდნენ სასამარლოს ეზოში შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

დეა მეტრეველი: რეჟიმის ბუნება ერთ კადრში მოყოლილი… ბევრ მძიმე კადრს შორის 2024 წლის 6 დეკემბრის ეს კადრი – ქართველი დედა მუხლებზე დაჩოქილი კაციჭამია სპეცრაზმელების წინაშე – თვალებიდან არ ამომდის

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო ტარების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა