რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა უკრაინის კრიზისის საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„თუ თემებს დავასახელებთ, პირველი, რა თქმა უნდა, ეს უკრაინის კრიზისი იყო. მეორე თემა კი აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლო განვითარების პერსპექტივები“, – განაცხადა იური უშაკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის მოლაპარაკებები „სასარგებლო და კონსტრუქციული იყო“.
„ჩვენი მხრიდან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სიგნალები გადავეცით. შესაბამისი სიგნალები პრეზიდენტ ტრამპისგანაც მივიღეთ“, – აღნიშნა უშაკოვმა.
