„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ ლოზუნგით, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს

„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, – ამ ლოზუნგით, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს.
ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, გამოცემა „ბათუმელების“ ოფისთან სოლიდარობის მიზნით მივიდნენ და მხარდაჭერას უცხადებენ მზია ამაღლობელს და მის კოლეგებს.
მათი თქმით, მზია ამაღლობელი და სხვა პოლიტპატიმრები, საპატიმროებს გამარჯვებული დატოვებენ.
შეკრებილების განცხადებით, მზია ამაღლობელი პოლიტპატიმარია.
„მადლობა „ბათუმელებს“, მადლობა მზია ამაღლობელს. თქვენ არ იღლებით და არ ნებდებით. მზიას და იმ ბიჭებს, რომლებიც ციხეში იმყოფებიან, ყველას გამძლეობას ვუსურვებთ. ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ. საქართველოს ევროპულ მომავალს ვერავინ წაართმევს“, – აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?