რომელი ათი ქვეყანა ლიდერობს მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ

მსოფლიოში მაკროეკონომიკური განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოზიდვის თვალსაზრისით 2023 წლის მდგომარეობით FDI Standouts Watchlist ყოველწლიური კვლევის მიხედვით ყაზახეთი მეექვსე, ხოლო აზერბაიჯანი მეშვიდე ადგილზეა .
ანალიტიკოსებმა შეისწავლეს ეკონომიკური განვითარების დინამიკა და ინვესტიციების შემოდინება 50 უმსხვილეს FDI სფეროში. რეიტინგში წელს საუკეთესო შედეგი აზიამ და აფრიკამ აჩვენეს. ინვესტიციების მოზიდვის მხრივ ყველაზე ძლიერი ქვეყნებია: კამბოჯა, ფილიპინები, კენია, ერაყი, ნამიბია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, მაროკო, სერბეთი და ინდოეთი.
სიის სათავეში კამბოჯა იყო, რომელიც 2024 წელს ინვესტიციების ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს შეინარჩუნებს. ქვეყანა რეიტინგში ლიდერობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით.
2024 წელს მშპ-ს 6,1%-მდე ზრდაა დაგეგმილი, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 5,6% იყო, სავალუტო ფონდი ელის, რომ კამბოჯა გახდება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 2024 წელს. ქვეყანაში ინფლაცია 3%-ზე შენარჩუნდება. ქვეყანამ გააძლიერა სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც ძალაში 2022 წელს შევიდა.
ყაზახეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2024 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროგნოზების მიხედვით, 4,2% იქნება. სავალუტო ფონდი 2024 წელს ყაზახეთში მშპ-ს რეალურ ზრდას 4,6%-ით პროგნოზირებს. აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი, FDI-ის მიხედვით, 2,5% იქნება.
ყაზახეთი, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნა, ებრძვის ინფლაციურ ზეწოლას, რომელიც 2023 წლის თებერვალში 21%-ს მიაღწია წლიურად. თუმცა, მთავრობის მიერ მიღებულმა ზომებმა ხელი შეუწყო ზრდის შეკავებას. ფონდის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოსთვის რესპუბლიკაში ინფლაცია დაახლოებით 10%-მდე დასტაბილურდა.
2023 წლის ოქტომბრის ანგარიშში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოიყვანა ყაზახეთი, როგორც მაგალითი, სადაც მმართველობის რეფორმების პრიორიტეტი და კანონის უზენაესობის გაძლიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვა რეფორმების წინსვლაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთის მშპ-ის ზრდაში დიდი როლი ითამაშა მაღალმა შიდა მოთხოვნამ და ნავთობის მოპოვების გაზრდამ, რაც დაკავშირებულია კასპიის მილსადენის კონსორციუმზე მოქმედი საოპერაციო შეზღუდვების შემსუბუქებასთან და „თენგიზის“ ნავთობის საბადოს გაფართოებასთან.