მაია მწარიაშვილი: სისტემამ საკუთარი თავსი გადარჩენაზე იმუშვა

მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, “სისტემამ საკუთარი თავსი გადარჩენაზე იმუშვა“.

მწარიაშვილის თქმით,“ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი, განაცხადი, რომ ამ ადამიანს სჯიან იმისთვის, რომ მათი თამაშის წესებით არ ითამაშა“: 

სამართლებრივად ერთიდაიგივე უსამართლო და უკანონოა 2 წელი თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა თუ 4 წელი, ამ წუთას სისტემამ საკუთარი თავის გადარჩენაზე იმუშავა.  ამ კვალიფიკაციით, მათ საკუთარი თავი გადაარჩინეს, საზოგადოებრივი ზეწოლისგან, ყველამ გაიგო ამ ქვეყანაში, ვინც სამართალი იცის, არ იცის, რაიმე გაეგება, რომ ის, რაც მზიას ბრალად ედებოდა, არ არის თავდასხმა პოლიციელზე, ამიტომ, მათ მოუწიათ ამის აღიარება, თუმცა 353 -ე მუხლი, ისეთივე სამართლებრივი აბსურდია, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი, განაცხადი, რომ ამ ადამიანს სჯიან პოლიტიკური ღირებულების არათავსებადობის გამო მათთან და სწორედ იმისთვის, რომ მათი თამაშის წესებით არ ითამაშა. თუნდაც ამ მუხლის პირობებში, რომელიც ისეთივე უკანონოა, როგორიც იქნებოდა 353-ე პრიმა მუხლი, დღეს სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა როგორც ჯარიმა, რომელსაც გადააკონვერტირებდა თავისუფლების აღკვეთის იმ ვადაში, რაც მზიამ მოიხადა და გაათავისუფლებდა. 7 თვით თავისუფლების აღკვეთა სილის გაწვნისთვის, რომელსაც დანაშაულთან საერთო არაფერი აქვს, საკმარისი არ არის? მას შეეძლო დარბაზიდან გათავისუფლება და ასევე, პირობით მსჯავრის დადგენა, რაც სასამართლომ არ გააკეთა,- განაცხადა მწარიაშვილმა.

ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ასევე დაგაინტერესებთ