საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, საბავშვო სივრცეები – დედაქალაქსა და რეგიონებში “ახალი წლის დღეები” გრძელდება

დედაქალაქსა და რეგიონებში “ახალი წლის დღეები” გრძელდება. დღეს, საახალწლო ღონისძიებებს ლენტეხმა და ქედამ უმასპინძლა. საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, საბავშვო სივრცეები, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, თეატრალიზებული მსვლელობები – ღონისძიებები გალა-კონცერტებით დასრულდა.
საახალწლო დღეები უკვე იზეიმეს ჭიათურაში, ყვარელში, ბორჯომსა და ზუგდიდში. ოთხივე მუნიციპალიტეტში მოეწყო საახალწლო ბაზრობა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. საახალწლო პროგრამა სხვა რეგიონების მსგავსად, აქაც გალა- კონცერტებით დასრულდა.
“ახალი წლის დღეები” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ტარდება. ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის წევრობა არ არის ის ჯილდო, რომლის გამოც საქართველო საკუთარ, მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ტრადიციებს ხაზს გადაუსვამს! დიახ ევროპა ჩვენი არჩევანია, თუმცა მის გამო იდენტობას ვერ/არ დავკარგავთ

დადასტურდა, რომ, სინამდვილეში, არანაირი ნაცური თუ ენჯეოშნიკური პროპაგანდა არ არსებობს. ისინი, მხოლოდ ერთი ცენტრიდან მართული და ერთი ყულაბიდან დაფინანსებული პროპაგანდისტების და სასარგებლო იდიოტების ქსელის ნაწილი არიან