“ქართული ოცნება“ – უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

“ქართული ოცნების“ ინფორმაციით, უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
მმართველი პარტიის ცნობით, მსოფლიო ბანკმა უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსი და მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში საზოგადოებისათვის ყველაზე უსაფრთხო გარემო სინგაპურშია, ევროპაში კი, პირველ ადგილზე ისლანდია იმყოფება. საქართველო მსოფლიო რეიტინგში 25-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ევროპაში საუკეთესო ოცეულში 14-ე ადგილზეა.
“საქართველო უსაფრთხოების და დაცულობის ინდექსით უსწრებს მრავალ განვითარებულ სახელმწიფოს, დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, ესპანეთს, შვედეთს, ირლანდიას, ლატვიას, ავსტრიას, მონტენეგროს, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, ლიეტუვას, ბელგიას, სლოვაკეთს, კვიპროსს, ბულგარეთს, რუმინეთს, საბერძნეთს, თურქეთს და ა.შ“, – ვკითხულობთ “ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს