ქერმანში გლოვაა – ირანის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქში, 2 დღის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებს იხსენებენ

ქერმანში გლოვაა – ირანის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქში, 2 დღის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. ცენტრალურ გზას სისხლიანი თავდასხმის კვალი ამ დრომდე ეტყობა. ტერორისტულ აქტზე დღეს ჟურნალისტებთან აფეთქებას შემთხვევით გადარჩენილი, რიგითი მოქალაქეები საუბრობენ.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამის შესახებ ექსტრემისტული ორგანიზაცია “ტელეგრამში” იუწყება. სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “აისისის” მეომრებმა 20 წუთიანი ინტერვალით მოქმედებაში 2 ასაფეთქებელი ჟილეტები მოიყვანეს. მოტივზე ტერორისტები არ საუბრობენ, საპასუხო ზომებით იმუქრება ოფიციალური თეირანი.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ირანის მთავრობა თავდაპირველად ისრაელს აკისრებდა. თავდასხმაში “მოსადის” და “ცაჰალის” კვალს გამორიცხავდნენ შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონის პროგნოზი გამართლდა. თეთრ სახლში ფაქტს საყურადღებო სიგნალს უწოდებენ.
პირველი აფეთქება ირანის ქალაქ ქერმანში 3 იანვარს, ადგილობრივი დროით 15 საათზე მოხდა. დაახლოებით 20 წუთში, ამოქმედდა მეორე მოწყობილობაც. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევას 84 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 284 პირი. ტერორისტული თავდასხმა გენერალ ყასემ სოლეიმანის გარდაცვალების მეოთხე წლისთავზე, სამგლოვიარო მსვლელობის დროს განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება

ქართული სკინჰედობა არ არის ბუნებრივად წარმოშობილი, ის გარედანაა დაფინანსებული ქვეყნის ეკონომიკის ჩამოსაშლელად, ისინი “სასარგებლო იდიოტებად” ჩამოაყალიბეს რომ შეარყიონ ქვეყნის რეპუტაცია