რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ამატებს. უკრაინის მიერ სანქცირებული კომპანია ფრენებს ამჯერად უფასა და თბილისს შორის იწყებს. პირველი რეისი 26 იანვარს შესრულდება. ამრიგად, “აზიმუტს” თბილისისა და ბათუმის მიმართულებით უკვე რუსეთის 4 ქალაქიდან აქვს ფრენა. სწორედ “აზიმუტი” იყო პირველი ავიაკომპანია, რომელმაც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთიდან პირველი ავიარეისი განახორციელა. სულ რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის 300-მდე ავიარეისის ნებართვა არის გაცემული.
ანალიტიკოსების შეფასებით, ავიამიმოსვლის განახლებას საქართველოსთვის განსაკუთრებული ფინანსური სარგებელი არ მოუტანია და პოლიტიკურად დამაზიანებელი იყო.