უკრაინის პრემიერ-მინისტრი – მომდევნო 18 თვის განმავლობაში, აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის ფარგლებში სამი პროექტის დაწყება იგეგმება

მომდევნო 18 თვის განმავლობაში -უკრაინის საინვესტიციო ფონდის ფარგლებში სამი პროექტის დაწყება იგეგმება, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, იულია სვირიდენკოს ცნობით, აშშ-ის სახაზინო მდივანს, სკოტ ბესენტს „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდისა“ და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ესაუბრა.
„ჩვენ ფონდის მანდატის გაფართოებაზე ვმუშაობთ, რათა ინვესტიციების განხორციელება თავდაცვის სექტორშიც მოხდეს. ჩვენი მიზანი მომდევნო 18 თვის განმავლობაში პირველი სამი პროექტის დაწყებაა“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, სკოტ ბესენტთან სატელეფონო საუბრისას უკრაინული დრონების წარმოებისა და ექსპორტის საკითხიც განიხილა.
„ასევე, ვისაუბრეთ სანქციებით ზეწოლის გაზრდისა და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხი“, – აღნიშნა იულია სვირიდენკომ.