გორის ცენტრში მერიის ფასადი ჩამოიშალა

ინციდეტი გორში-ქალაქის ცენტრში მერიის ფასადი ჩამოიშალა.
დიდი ზომის ბეტონის ნატეხები სიმაღლიდან იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც ტეროტორიაზე მოქალაქეები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები გადადგილდებოდნენ.
ჩამოვარდნისას ალბათ 30 ნაბიჯი გვაკლდა ამ ადგილამდე, რომელსაც აუცილებლად გავივლიდით (!) ეს პანდუსი თოკოს და თომას საყვარელი ასარბენ-ჩამოსარბენია (ერთი საათით ადრეც მანდ დარბოდნენ). ჩანს პატარა ნაწილებად დაშლილი ფასადის ის ნაწილი, რომელიც ჩამოვარდა, რომელიმე თუნდაც პატარა რომ მოგვხვედროდა, სერიოზულად დავშავდებოდით, ახლაც შოკში ვარ. ბოძების ბოლოში რომ ლამაზი რელიეფია, იმას მოწყდა დიდი ალბათობით, ბევრი ვერაფერი გადავიღე თომა არ ჩერდებოდა” – წერს მოქალაქე.
ადგილზე ახლა უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.
ფოტო: ქართლის ამბები

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა