აშშ ტურისტული ან საქმიანი ვიზებისთვის მალავისა და ზამბიის მოქალაქეებისგან 15 000 დოლარის ოდენობის დეპოზიტს მოითხოვს

აშშ ტურისტული ან საქმიანი ვიზებისთვის მალავისა და ზამბიის მოქალაქეებისგან 15 000 დოლარის ოდენობის დეპოზიტს მოითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი -ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„20 აგვისტოდან, მალავისა და ზამბიის მოქალაქეებს, რომლებიც B1, B2 ტიპის ტურისტულ და საქმიან ვიზებზე განაცხადს გააკეთებენ, 15 000 აშშ დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოეთხოვებათ. აღნიშნული ნაბიჯი, აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის მიმართ ადმინისტრაციის ერთგულებას ხაზს უსვამს და ვიზით გათვალისწინებული ვადების გადაცილებას ხელს უშლის“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი სავიზო პროგრამის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს გაავრცელა.
პროგრამა 2025 წლის 20 აგვისტოდან ამოქმედდება და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის დეპოზიტის ოდენობას საკონსულოს თანამშრომლები განსაზღვრავენ და იგი 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარი იქნება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების ცნობით, მოსალოდნელია, რომ მალე პროგრამა მალავისა და ზამბიის გარდა, სხვა ქვეყნების მოქალაქეებზეც გავრცელდება. განსაკუთრებით კი მათზე, რომლებიც აშშ-ში დარჩენის ვადას რეგულარულად არღვევენ.