ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენს დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადებს. განაჩენის გამოცხადება 14:00 საათზე იგეგმება.
წინა სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ქმედება პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა. მზია ამაღლობელის განცხადებით, სწორედ აღნიშნული მიზეზით, ვერ დათანხმდება პროკურატურის შეთავაზებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
“პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. სადაც მე ვარ გამოკეტილი, იქ საპროცესო გარიგება მართლაც ღვთის წყალობა, თუმცა ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ გაახმოვანეს – ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას, შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი. შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან… მგონია, კანონში არსებობს ჩემ ქმედებაზე – სილის გაწვნაზე ადეკვატური მუხლი”, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.
ინფორმაციისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მან ს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ანგარიშზე – ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას – ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ