მედია: ორი იდეოლოგის ერთი და იგივე განცხადება თბილისიდან და მოსკოვიდან – შათირიშვილის შემდეგ, დონალდ ტრამპი დუგინმაც გალანძღა (ვიდეო)

ალექსანდრ დუგინზე დასმულმა კითხვამ “ქართული ოცნება“ წყობიდან გამოიყვანა. არადა პუტინის მთავარი პროპაგანდისტის გზავნილი, ერთი-ერთში ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის იდეოლოგის, ზაზა შათირიშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წერილს.

კრემლის და “ქართული ოცნების“ პროპაგანდისტების აღშფოთების მიზეზი დონალდ ტრამპია. “ოცნების“ და კრემლის იდეოლოგები შიშობენ,რომ თავად ტრამპსაც შესაძლოა,  “დიფ სთეითი“ მართავდეს.

ჯერჯერობით ტრამპის გაკრიტიკებას “ქართული ოცნების” ოფიციალური პირები ვერ ბედავენ, თუმცა მათ სათქმელს მათი პროპაგანდისტები ამბობენ. ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა, ტრამპის კრიტიკაში ასევე ფილოსოფოს, ალექსანდრ დუგინსაც კი დაასწრო.

ტრამპმა ვერც რუსეთის და ვერც “ოცნების“ იმედები ვერ გაამართლა. მაშველი რგოლი ახლა კრემლშიც და ივანიშვილის გუნდშიც „დიფ სთეითია“. ამიტომ პროპაგანდისტული მანქანა შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ თბილისსა და მოსკოვში ერთდროულად ამუშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის