ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა.
უწყების ცნობით, 2024 წლიდან თორნიკე ნოზაძე ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას იკავებდა.
„თორნიკე ნოზაძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2019-2022 წლებში იყო ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2018-2019 წლებში ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მღებრიშვილი: და თქვენც თუ გკითხათ ოდესმე მათმა შვილმა, იცნობდით თუ არა მას, უპასუხეთ რომ იცნობდით და მას ძალიან, ძალიან მაგარი დედა, ან მამა ჰყავდა. უპასუხეთ და ერთი წამით არ იფიქროთ რომ ტყუილს ამბობთ