ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.16 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7013 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.70 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1184 ლარი გახდა.

0.01 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5906 ლარი გახდა.

ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.64 თეთრი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ