კორუფციულ გარიგებაში იყო გერმანიის ელჩთან

მამუკა ხაზარაძე კორუფციულ გარიგებაში იყო გერმანიის ელჩთან, კერძოდ, ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული ქონება გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნაქირავები ჰქონდა გერმანიის ელჩს, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ ამ ქონების გაქირავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და არც აქედან მიღებული შემოსავალი არ ასახა დეკლარაციაში და მან სახელმწიფოს დაუმალა ეს შემოსავალი, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, , სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, მამუკა ხაზარაძის ცოლსა და გერმანიის საელჩოს შორის ქონების ქირავნობის ხელშეკრულება არ არსებობდა და მათი შეთანხმება სამართლებრივად იყო უჩინარი, თუმცა, ხაზარაძე-ფიშერის ამ სამართლებრივად უჩინარ ურთიერთობას ცხადად წარმოაჩენდა ელჩის მიერ ოპოზიციის პოლიტიკური ხედვებისადმი მიკერძოების მაღალი ხარისხი.
კორუფციულ გარიგებაში იყო გერმანიის ელჩთან, კერძოდ, ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული ქონება გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნაქირავები ჰქონდა გერმანიის ელჩს, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ ამ ქონების გაქირავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და არც აქედან მიღებული შემოსავალი არ ასახა დეკლარაციაში და მან სახელმწიფოს დაუმალა ეს შემოსავალი.
ამ სამართალდარღვევას ემატება ისიც, რომ მამუკა ხაზარაძის მეუღლემ შესაბამისი სამსახურის მიერ ამ ფაქტის გრკვევის შემდეგ, კერძოდ, გუშინ მიმართა საჯარო რეესტრს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ.
ანუ მამუკა ხაზარაძის ცოლსა და გერმანიის საელჩოს შორის ქონების ქირავნობის ხელშეკრულება არ არსებობდა თუმც მათ შორის ურთიერთობა გრძელვადიან სახეს ატარებდა და ეს შეთანხმება სამართლებრივად იყო უჩინარი.
ხაზარაძესა და გერმანიის ელჩს შორის ამ სამართლებრივად უჩინარ ურთიერთობას არა უჩინარს ხდიდა გერმანიის ელჩის მიერ მათი პოლიტიკური ხედვებისადმი მიკერძოების მაღალი ხარისხი.
როგორც დასტურდება გერმანიის ელჩის მიერ ოპოზიციის პოლიტიკური მხარდაჭერის საფასური ხაზარაძის ცოლის ქონების ქირავნობაზე გადის.” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე “ჯი-ემ ფარმას” წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი – მაშინ, სად იკარგება აზრი, ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტების ფასთა სხვაობასა და ხელმისაწვდომობას შორის?

ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდიდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია