28 წლის მცველი პასკუალე მაცოკი “სალერნიტანადან” “ნაპოლიში” გადავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნეაპოლური კლუბი საიტით ავრცელებს.
“ნაპოლიმ” მაცოკი 3 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმა.
მაცოკი ნეაპოლის გარეუბანშია დაბადებული, მარჯვენა მცველია, ჯოვანი დი ლორენცოს ალტერნატივად მიიჩნევა, თუმცა მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში.