ფორმა 100, რომლის საფუძველზეც დათაშვილის ფსიქიატრიული შემოწმება მოითხოვეს, ნაკლოვანია – ქურდოვანიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ხსნის, რატომ უნდა გააუქმდეს პედაგოგ ნინო დათშვილისთვის დანიშნული ფიქიატრიული ექსპერტიზა. ის ყურადღებას ამახვილებს ფორმა 100-ზე, რომლის საფუძელზეც პროკურატურამ ამგვარი ესპერტიზა მოითხოვა, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა კი დააკმაყოფილა.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, აღნიშნული ფორმა 100 არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. იურისტის განმარტავს, რომ ეს საკმარისი მიზეია იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმოს დათაშვილისთვის დანიშნული ექსპერტიზა.
“ფორმა 100-ის შევსებისას, ექიმი ხელმძღვანელობს “ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესით”, რომელიც მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული და წარმოადგენს ნორმატიულ აქტს. ამ წესის მიხედვით, ფორმის მე-9 გრაფაში იწერება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა, ძირითადი და თანმხლები დაავადებები შესაბამისი ფორმულირებებით და ასევე, სავალდებულოა, რომ მითითებული იყოს შესაბამისი დაავადების კოდი. მაგალითად, ფსიქიატრიის მიმართულებით დიაგნოზების კოდები F-ით იწყევა. თუ დააკვირდებით, ნინო დათაშვილის 2019 წლის ფორმა 100-ს, იქ, მე-9 გრაფაში, მითითებულია ხერხემალთან დაკავშირებული დიაგნოზი და მითითებულია შესაბამისი კოდი – M. 51.1., ხოლო შემდგომ, სადაც ფსიქო-ემოციური ლაბილობაა სიტყვიერად ჩაწერილი, მას არ ახლავს შესაბამისი დიაგნოზის კოდი, რადგან ეს არ არის დაავადება და შესაბამისად, ვერც კოდი ექნება ფსიქიატრიაში. ამ ნაწილში ფორმა 100 ნაკლოვანია და ის არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. მისი აღნიშვნა ფორმა 100-ში ამ ფორმით საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, ხოლო თუ მაინც მოხდა, ეს პროკურატურას და სასამართლოს არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება ამ ცნობაზე დაეყრდნოთ. მხოლოდ ეს გარემოებაც კი საკმარისი უნდა იყოს, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილოს ნინო დათაშვილის ადვოკატების საჩივარი და გააუქმოს სტაციონარში მოთავსებით ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ პირველი ინსტანციის მოსამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება”, – წერს ქურდოვანიძე.