რა საკითხებზე ესაუბრა ირაკლი უზბეკეთის პრეზიდენტს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
აღინიშნა საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით. პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ