მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის მიზნით, საავტომობილო მოძრაობა ერთი დღით ნაწილობრივ შეიზღუდება.
კერძოდ, მიმდინარე წლის 5 აგვისტოს 14:00 საათიდან დღის ბოლომდე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე – დიმიტრი უზნაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია განცხადებაში.
