უკრაინის საჰაერო ძალები – რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 46 დრონით შეუტია

რუსეთმა ს ბალისტიკური რაკეტითა და 46 დრონით შეუტია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, თავდაცვის ძალებმა 29 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
„17 დრონი და 1 „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთით სამ ლოკაციაზე ჩამოვარდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
შეგახსენებთ, დღეს ღამით, რუსებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.