რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიას დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიას დაარტყეს, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, სერგეი ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ლოზოვაიაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მრავალსართულიანი შენობები. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები, მათ შორის ორი ბავშვია“, – აცხადებს ლოზოვაიას მერი.
ლოზოვაიას მერის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
„ღამით რუსებმა ნამდვილი ტერორი მოაწყვეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებსაც მშვიდად ეძინათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.