Reuters: დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა

უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად, ს ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა საწვავის გადამუშავება თითქმის გაენახევრებინა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
ქარხანაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ მფლობელობაშია, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 2 აგვისტოს იყო.
Reuters-ის წყაროთა თანახმად, რიაზანის ქარხანაში გაჩერდა ნავთობის პირველადი გადამუშავების ორი ძირითადი დანადგარი. ერთის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 8 600 ტონაა, ხოლო მეორის – 11 400.
ქარხანაში მუშაობს მხოლოდ ერთი დანადგარი, რომელიც სრული სიმძლავრის დაახლოებით 48%-ს შეადგენს.
4 აგვისტოს სააგენტომ კომენტარისთვის მიმართა კომპანია „როსნეფტს“, თუმცა პასუხი არ მიუღია.
რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით ადრეც არაერთი შეტევა იყო. მათ შორის 2025 წლის 24 თებერვალს. სააგენტო Reuters-ის ინფორმირებული წყაროები იუწყებოდნენ, რომ ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.
რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, 2 აგვისტოს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც და ქალაქ პენზის ელექტრომოწყობილობების ქარხანაზე.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

 „ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და ექიმები, პროფესიონალები, რომლებმაც ფიცი დავდეთ ვემსახუროთ საზოგადოებას, დავიცვათ ადამიანის ღირსება და ჯანმრთელობა, ვდგავართ ნინო დათაშვილის გვერდით” (ვიდეო)