ჩინეთმა ოფიციალურად უარყო -ის მოთხოვნა, შეწყვიტოს ნავთობის შესყიდვა რუსეთისა და ირანისგან

აშშ-სა და ჩინეთის ოფიციალურ პირებს შეეძლოთ მრავალი უთანხმოების მოგვარება სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად და დამსჯელი ტარიფების თავიდან ასაცილებლად, თუმცა ერთ საკითხთან დაკავშირებით ისინი კვლავ შორს არიან ერთმანეთისგან: მოითხოვს, რომ ჩინეთმა შეწყვიტოს ნავთობის შეძენა ირანისა და რუსეთისგან.

სტოკჰოლმში ორდღიანი სავაჭრო მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ პეკინი მტკიცედ დაიცავს თავის „სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და განვითარების ინტერესებს“, – იტყობინება Associated Press-ი.
„ჩინეთი ყოველთვის უზრუნველყოფს თავის ენერგომომარაგებას ისე, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდეს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთის პასუხი იყო რეაქცია ტრამპის ადმინისტრაციის მორიგ მუქარაზე ჩინურ საქონელზე 100%-იანი ტარიფის დაწესებაზე იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყნებთან ენერგეტიკულ კავშირებს არ გაწყვეტს.

კონსტრუქციული ტონის შენარჩუნების მცდელობის მიუხედავად, ენერგეტიკის საკითხი მთავარ დაბრკოლებად რჩება. ჩინეთისთვის ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, აშშ-ისთვის კი ეს არის ზეწოლის ინსტრუმენტი რუსეთსა და ირანზე, რათა შეზღუდოს მათი ფინანსური რესურსები.

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) მონაცემებით, ირანული ნავთობის 80-90% სწორედ ჩინეთში მიდის.
აპრილში რუსული ნავთობის იმპორტი ჩინეთში 20%-ით გაიზარდა და დღეში 1,3 მილიონ ბარელს მიაღწია. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩინეთი მზადაა, დათმობებზე წავიდეს გადასახადებსა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მაგრამ ენერგეტიკის საკითხში არ დათმობს. რუსეთისგან ნავთობის შეძენა, სავარაუდოდ, არა მხოლოდ მომგებიანი გარიგებაა, არამედ მოსკოვთან სტრატეგიული სოლიდარობის გამოხატულებაც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)