ინგლისში, ძლიერი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის გამო, ასობით სახლი დაიტბორა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში მცხოვრებლები იძულებულები გახდნენ, რომ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.
წყალდიდობის გამო დაიტბორა გზები და სარკინიგზო ლიანდაგებიც – გადაადგილება უჭირთ მოგზაურებს.
ნოტინგემშირის საოლქო საბჭო არ გამორიცხავს, რომ დატბორილი სახლების რაოდებობა კიდევ გაიზარდოს.