Axios – ისრაელის მთავრობამ ქვეყნის გენერალური პროკურორის გათავისუფლებას მხარი ერთხმად დაუჭირა

ისრაელის მთავრობამ ქვეყნის გენერალური პროკურორის გათავისუფლებას მხარი ერთხმად დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.
კენჭისყრამდე ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის, გალი ბაჰარავ-მიარას გათავისუფლების შესახებ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში არ შევა იქამდე, სანამ მოსამართლეები პროცესის კანონიერების შესახებ არ იმსჯელებენ.
ცნობისთვის, გალი ბაჰარავ-მიარა კორუფციის საქმეზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში ბრალდების მხარეს წარმოადგენს. ასევე, ის ნეთანიაჰუს თანაშემწეების კატართან სავარაუდო კავშირების საქმეს იძიებს.
ისრაელის იუსტიციის მინისტრმა, იარივ ლევინმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესთან კავშირი არ აქვს.