მამუკა ხაზარაძე: გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით

პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აცხადებს, რომ მისი მეუღლისგან გერმანიის ელჩს უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება კანონის ყველა წესის დაცვით აქვს გაფორმებული.
ამით ხაზარაძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გერმანიის ელჩის მიერ მისი მეუღლისგან ბინის ქირაობას შეეხება.
„ბოლო 3 დღეა ს მონა თუთიყუშებმა, ე.წ. დეპუტატებმა, ვოლსკიმ, შარმანაშვილმა, შაქარაშვილმა და მათმა პროპაგანდისტულმა მედიამ, აღვირახსნილი კამპანია დაიწყეს ჩემი ოჯახის მიმართ. სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს მეძლევა საშუალება პასუხი გავცე ამ უსინდისო პროპაგანდას.
საკითხი ეხება გერმანიის ელჩისა და ჩემი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით. თუმცა, ჩვენ მიერვე წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრ – არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია. ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა.
აქვე, მინდა გავახსენო ამ ცრუპენტელებს, რომ ჩემი და ჩემ მიერ შექმნილი კომპანიები ყოველწლიურად ასეულ მილიონ ლარს იხდიან ბიუჯეტში! ბევრჯერ მოგმართეთ თქვენც და ბიძინასაც, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი შენატანები ბიუჯეტში და ამავდროულად ჩემიც. ასევე, არ დაგავიწყდეთ მოიკითხოთ ის 400 მილიონი ლარი, რომელიც სულ ახლახანს, იანვარში, ივანიშვილმა ამოუღო ქართველ ხალხს და ბიუჯეტს ჯიბიდან იმ “ოფშორების” კანონით, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერეთ.
თუმცა, რუსი, კორუმპირებული „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატებისგან გასაკვირი არაფერია. ამ და ბევრ სხვა დანაშაულზეც, ქართველი ხალხი სათანადო პასუხს გაგცემთ!“, – ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში, რომელიც მის Facebook-ზე ვრცედლება.
რა ხდება?
რამდენიმე დღეა პროპაგანსტული მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, მამუკა ხაზარაძის მეუღლის კუთვნილ ბინაში ცხოვრობს და ვერ პოულობდნენ მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულებას. პროპაგანდისტულ მედიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციის კომენტირებისას „ქართული ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ ყველანაირი წესი და ნორმა დარღვეულია.
„როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებლისგან და მით უმეტეს, თუ გამქირავებელი არის პოლიტიკური პარტიის ლიდერად ცნობილი და ელჩიც მის პოზიციას უჭერს მხარს, ამას შეიძლება პოლიტიკური კორუფცია დავარქვათ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა მ.
განცხადება გაავრცელა შემოსავლების სამსახურმაც, რომ „საკითხის ანალიზისას“ შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა გამოვლინდა.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.
საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურმა.