ხაშურის მერი: თუ ესე იარა ამ ქვეყანამ და დარწმუნებული ვარ, ასე ივლის სწორი მიმართულებით, 2-3 წელიწადში ხაშურს უკვე უნდა ყავდეს მუნიციპალური ტრანსპორტი

“თუ ესე იარა ამ ქვეყანამ და დარწმუნებული ვარ, ასე ივლის სწორი მიმართულებით, 2-3 წელიწადში ხაშურს უკვე უნდა ყავდეს მუნიციპალური ტრანსპორტი”, – განაცხადა “TV ივერიის” ეთერში ხაშურის მერმა.
🔻 თენგიზ ჩიტიაშვილის თქმით, ბასლაინების დახაზვაც სამზადისის ნაწილია.
🔊 “აქამდე რომ მიხვიდე, არ უნდა გქონდეს ამდენი ინფრასტრუქტურული და საგზაო პრობლემა. 2 წელიწადში მუნიციპალიტეტი მივა იმ დონემდე. ბასლაინი ვახსენე წინა ინტერვიუში და ხალხმა ქილიკი დაიწყო, ამაზე უკვე მეღიმება. […] 4-5 წელიწადში ხაშურში ფაქტიუტად საგზაო ინფრასტრუქტურული პრობლემები აღარ იქნება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე